It Was Written

It Was Written
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2 ივნისი 1996
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 58:29
ლეიბლი Columbia
პროდიუსერი
Nas — ქრონოლოგია
Illmatic
(1994)
It Was Written
(1996)
The Album
(1997)
სინგლები ალბომიდან It Was Written
  1. „If I Ruled The World (Imagine That)“
    გამოცემის თარიღი: 4 ივნისი, 1996
  2. „Street Dreams“
    გამოცემის თარიღი: 22 ოქტომბერი, 1996

It Was Written — ამერიკელი რეპერ Nas-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ლეიბლზე Columbia Records, 1996 წლის 2 ივნისს. მიუხედავად კრიტიკოსების აღიარებისა, Nas-ის სადებიუტო ალბომმა, Illmatic-მა, კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია, რის გამოც რეპერმა It Was Written-ისთვის უფრო მეინსტრიმული ჟღერადობა შეარჩია, რაც ასევე განაპირობა Trackmasters-ის პროდიუსერობამ. Illmatic-ის ნედლი, ანდერგრაუნდული ჟღერადობიდან Nas-მა პოპულარულ განგსტა-რეპზე გადაინაცვლა. ალბომი ასევე მოიცავს Nas-ის ხანმოკლედ არსებული ჯგუფის, The Firm-ის დებიუტს, რომელშიც ასევე შედიოდნენ ფოქსი ბრაუნი, AZ, და Cormega.

It Was Written კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დებიუტი აშშ-ს ბილბორდის საუკეთესო 200-ეულის პირველ ადგილზე მოახდინა, და გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ მისი 270,000 ასლი გაიყიდა. ალბომს კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, მეინსტრიმული ჟღერადობის გამო, ჰიპ-ჰოპ საზოგადოებაში რეპერის რეპუტაცია დაზიანდა. ალბომს RIAA-ს მიერ მინიჭებული აქვს 3 გზის პლატინის სტატუსი, და კვლავ რჩება Nas-ის ყველაზე გაყიდვად ალბომად. იგი Billboard-ის 100 საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომთა სიაში 57-ე ადგილს იკავებს.[1]

  1. Denis, Damien Scott,Gail Mitchell,Angel Diaz,Carl Lamarre,Michael Saponara,Heran Mamo,Kyle; Scott, Damien; Mitchell, Gail; Diaz, Angel; Lamarre, Carl; Saponara, Michael; Mamo, Heran; Denis, Kyle. (2024-06-27) The 100 Greatest Rap Albums of All Time (100-51): Staff List en-US. ციტირების თარიღი: 2024-06-27

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Tubidy